ნიკა მელია სააკაშვილის გუნდში გადავიდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 იანვარს პარტიის ყრილობას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშრებით პარტიის ოფისში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ყრილობის ლეგიტიმურობას საფრთხე არ ემუქრება:

„20 იანვარს გაიმართება ენმ-ს ყრილობა, რომელშიც მონაწილეობას 7 ათასი დელეგატი მიიღებს. ამ ყველაფრის შემდეგ თბილისისა და რეგიონალური პარტიული ორგანიზაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭურა ამ გდაწყვეტილებას, ჩაერთო ყრილობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა გასული, ამ წუთის მდგომარეობით 5 ათასი დელეგატის ვინაობა არის ცნობილი.

პარტიის მმართველობაში არსებულმა მცირე ჯგუფმა მოახერხა და დაუპირისპირდა არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას, არამაედ პარტიის მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას. ეს არის ძალიან დასანანი, რომ ეს მცირე ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს პოზიცია, გავლენა და ინტერესი, ამ მიზნისთვის კი აკეთებს ყველაფერს. მათი მთავარი მოტივაციაა შეინარჩუნონ პარტიაში თავისი პოზიციები, ამ ყველაფრის მიზნით უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცდილობენ წარმოაჩინონ ყრილობა, როგორც არალეგიტიმური. ეს ჯგუფი რეალურად აცდენილია იმ განწყობას, რომელიც პარტიის აბსოლუტურ უმრავლესობაში არსებობს.

Post Middle

ნაციონალური მოძრაობა არ არის ცალკე აღებული ერთი ჯგუფის, ის ეკუთვნის 10 ათასობით პარტიის წევრს, ნახევარ მილიონ ამომრჩეველსა და მხარდამჭერს, რომელბიც იქცნენ ივანიშვილის მხრიდან შანტაჟის და დაშინების ობიექტებად. ეს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტია მომავალ წლებში.

იყო ორი ჯგუფი 30 ნოემბერს, ერთი იყო მომხრე ჩატარებულიყო ყრილობა 7 ათასი დელეგატის მონაწილეობით, მეორე ჯგუფი კი იყო მომხრე ჩატარებულიყო 2 ათასი დელეგატის მონაწილეობით, მეორე ჯგუფი ცდილობს საბოტაჟი მოახდინოს, რაც არის განწირული. დადგა მომენტი, როდესაც კიდევ უფრო მეტი საჯაროობა არის საჭირო, მიუხედავად ყველაფრისა, 20 იანვარს ჩატარდება ყრილობა საზეიმო ვითარებაში. ორ კვირაში ვიხილავთ ახალ, განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხდა ნიკა მელიამ.

 

წყარო