ნიგვზის ბაჟეს განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები: გატარებული ნიგოზი 0.5 ჭიქა; არაჟანი 10% 0,5 ჭიქა; კამა პატარა კონა; ზეთი 2 ს/კ; მარილი და პილპილი გემოვნებით; ანადუღარი წყალი 2 ს/კ
მომზადება:
დაჭერით წმინდად მწვანილი, დაუმატეთ ნიგოზი, ზეთი, ანადუღარი წყალი, არაჟანი და მწიკვი დაფქული შავი წიწაკა. ყველაფერი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
უხდება ხორცს, თევზს და რა თქმა უნდა, მჭადს.