ნარჩენებით გადავსებულმა მდინარემ ხაშურში მოსახლეობა დააზარალა

ადიდებულმა მდინარემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში მოსახლეობა დააზარალა. სოფლის მცხოვრებლების ნაწილს, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და სახლის ეზოები დაეტბორა. როგორც ,,ნიუპოსტს” ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განუცხადა, ზარალი მასშტაბური არ არის. გიორგი გურასპაშვილი ამბობს, რომ ე.წ. ბოგირი მდინარეში ჩაყრილი ნარჩენების გამო გაიჭედა და სოფელში წყალიც ამიტომ გადმოვიდა. ხცისში შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.
ფოტო არ წარმოადგენს კონკრეტულ რეალობას

 

წყარო

Post Middle