ნაახალწლევს მთავრობაში დიდი საკადრო წმენდა იგეგმება?

“ვერსია” ლარის რეკორდულ ვარდნს, პოლიციელის მიერ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის შესაძლო ცემას და სამთავრობო კარუსელს ერთმანეთს უკავშერებს.

ინკოგნიტო რესპონდენტი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გასვიანის ცემით ვიღაცამ შესაძლოა, შს მინისტრზე იერიშის მიტანა სცადოს.
“ჟურნალისტ გიორგ გასვიანთან დაკავშირებული ინციდენტიც, ჩემი აზრით, რიგითი ინციდენტი არ არის და ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება. გასვიანთან დაკავშირებულ ინციდენტს იმასაც დაამატებენ, რომ დანაშაულის სტატისტიკა ოფიციალურად აღარ გამოქვეყნდება და ისეთი ფონის შექმნას შეეცდებიან, რომ ძალოვანი უწყება თითქოს არაფერს აკეთებს. ყველაფერ ამის სამიზნე კი, ბუნებრივია, პირველი პირი იქნება, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ სამთავრობო ცვლილებების მიუხედავად, რომელიც უახლოეს ერთ ან ნახევარ თვეში განხორციელდება, მღებრიშვილი თანამდებობაზე დარჩება”, _ ამბობს “ვერსიის” წყარო.
გამოცემის ინკოგნიტო რესპონდენტი ნაახალწლევს, გარკვეულ საკადრო გადაადგილებას თბილისის მთავრობაში ვარაუდობს.