მხოლოდ 4 ინგრედიენტი და უგემრიელესი დესერტი მზადაა

ინგრედიენტები: კრეკერები 1 შეკვრა; კარაქი 1/2 ჭიქა; ყავისფერი შაქარი 1/2 ჭიქა; შოკოლადის დროპსები 1 ჭიქა
მომზადება: გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. დააფინეთ ლითონის ფირფიტაზე პერგამენტის ქაღალდი! დაალაგეთ კრეკერები თანაბრად ფორმაზე.
ყავისფერი შაქარი და კარაქი მოათავსეთ პატარა ქვაბში და შეათბეთ გაზზე, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.
ხარშეთ 2-4 წუთი. მოასხით ცხელ-ცხელი კარამელი კრეკერებს და კარგად გაანაწილეთ.
მოათავსეთ ფორმა გახურებულ ღუმელში 5 წუთით. შემდეგ მოაყარეთ შოკოლადის დრაჟე, კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში, რათა შოკოლადი გადნეს. 2-3 წუთში გამოიღეთ ფორმა, შოკოლადი რომ არ დაიწვას.