მსახიობი, რომელმაც ”ოქროს გლობუსი” გაუპარსავი და ბანჯგვლიანი იღლიით დაიპყრო

“ოქროს გლობუსის” დაჯილდოების შემდეგ, მსოფლიო ლოლა კერკის გაუპარსავ იღლიებზე ლაპარაკობდა. ულამაზეს კაბაში გამოწყობილი მშვენიერი ქალი ბანჯგვლიანი იღლიებით გამოჩნდა.

ლოლა ამერიკელი მსახიობია, ლონდონში დაბადებული. რამდენიმე ფილმში ნათამაშები როლის შემდეგ, 2014 წელს გამოჩნდა სერიალში “მოცარტი ტყეში”, მთავარ როლში და კრიტიკოსების ქებაც დაიმსახურა.