მოვლენა – პირველი ბავშვი, რომელსაც ორი ბიოლოგიური დედა ეყოლება

ბრიტანეთში ორი ქალის და ერთი მამაკაცის კვერცხუჯრედისგან ბავშვი დაიბადება. ფაქტი უკვე დაადასტურა ბრიტანეთის ნაყოფიერების მარეგულირებელმა საბჭომ.

მეცნიერების მტკიცებით, ეს ისტორიული და ცოტა არ იყოს საკამათო ნაბიჯი იმიტომ გადაიდგა, რომ ბავშვები მომაკვდინებელი დაავადებებით არ დაიბადონ.

პირველი ასეთი ბავშვი სავარაუდოდ 2017 წლის ბოლოსათვის დაიბადება.

Post Middle

ბევრი მშობელი კარგავს შვილს მიტოქონდრიული დაავადებების გამო. ეს დაავადებები ძირითადად დედის მხრიდან გადაეცემათ. ასეთი მეთოდით დაბადებული ბავშები კი მსგავსი დაავადებებისგან დაზღვეულები იქნებიან.

ამ შემთხვევაში გამოყენებულია დონორი დედისა და ბიოლოგიური მშობლების კვერცხუჯრედები.

წყარო