მატარებელი რელსებიდან გადავიდა – დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი

ბრუკლინში , ლონგ-აილენდის რკინიგზაზე მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 103 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, დიდი სიჩქარით მოძრავი მატარებელი პლატფორმას დაეჯახა.
სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არცერთ მგზავრს არ მიუღია.

ნიუ იორკის პოლიციამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

Post Middle

წყარო