ლევან კობერიძე სერგი კაპანაძეს: რაღაც რომ ფუჭდება პატარა ბავშვებივით გიხარიათ

“სხვა საქართველოზე ლაპარაკობთ, თქვენს საქართველოზე, რომელიც პარალელური საქართველოა. ილაპარაკეთ თქვენს საქართველოზე რომელიც პარალელური სამყაროა, ყველა მონაცემით გაუმჯობესებულიაო ეკონომიკაზე რომ ამბობთ, ექსპორტი გაზრდილია?”,- ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან კობერიძეს.

ლევან კობერიძემ კი უპასუხა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სურს რომ მხოლოდ “გაფუჭებულ” ლარზე ისაუბროს და უხარიათ ეს.

“თქვენ იცით რა გინდათ რომ არ გაიგოთ? რომ გაუფასურება და ლარის ასეთი მდგომარეობა არის სუსტი ეკონომიკის ერთ-ერთი მაჩვენებელი. თქვენ გინდათ მარტო ამ “გაფუჭებულ” ლარზე ილაპარაკოთ, გიხარიათ პატარა ბავშვებივით რაღაცა რომ ფუჭდება. ჩვენ გვინდა, რომ სხვა საქმეებზე ველაპარაკოთ. თქვენ გიხარიათ ხალხის პრობლემები, ეს არის გასხვავება ჩვენს შორის”, – განაცხადა კობერიძემ.

Post Middle

 

წყარო