ლარი უფასურდება – ერთი აშშ დოლარი 2.2941 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 27 ივნისს 2.2941ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.2431 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0510-ით გაუფასურდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.5377 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.5603 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0226-ით გამყარდა.