ლარი მკვეთრად გაუფასურდა – როგორია ეროვნული ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 20 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7412 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით დოლარი 2.6837 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0575-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.8615 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8050 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0565- ით გაუფასურდა.

 

Post Middle

ნიუპოსტი