ლარის კურსი დღეს

10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7403 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 2.7550 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.47 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9023 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7263 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და 3.3311 ლარი ეღირება.

Post Middle

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 იანვრიდან შევა ძალაში.

წყარო: Pia.ge