კომპანია „გუგლის“ დამფუძნებლების ბიზნეს-წესები

კომპანია „გუგლი“, დღესდღეობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კორპორაციაა. მისი დამფუძნებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი არიან. ამ ორმა მეგობარმა საოცრად მომგებიანი ბიზნესი წამოიწყო და დღესდღეობით, „გუგლის“ გარეშე ცხოვრება თითქმის ვერავის წარმოუდგენია. დღეს OK! ამ ორი გენიოსის ციტატებს გთავაზობთ:

1. მთავარია, იდეის მნიშვნელოვნება არ გადააფასოთ, რასაკვირველია, ძალიან რომანტიკულია, როდესაც თავში საინტერესო იდეა მოგდით, მაგრამ რაღაცის მოფიქრება რამე მართლაც დიდებულის შექმნის მთავარი შემადგენელი კომპონენტი არ გახლავთ.

2. რაც უფრო ხშირად ცდილობთ რამეს მიაღწიოთ და მარცხდებით, მით უფრო დიდი შანსია, მართლა რამე ღირებულს გადააწყდეთ.

Post Middle

3. გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, მან შეიძლება ხელიც შეგიშალოთ.

4. ინტერნეტი გლობალური იმიტომ გახდა, რომ ყველასთვის ღიაა, არ არსებობს კომპანია, რომელიც მას გააკონტროლებდა.

5. გვინდა, რომ „გუგლი“ თქვენი ტვინის მესამე ნაწილად ვაქციოთ.

6. გვირჩევნია, კონკურენტებმა იფიქრონ რომ დაბნეულები ვართ, ვიდრე ჩვენი გეგმების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ.

7. მხოლოდ ბევრი ფულის შოვნა რომ გვნდომებოდა, კომპანიას დიდი ხნის წინ გავყიდდით და ახლა რომელიმე ფეშენაბელურ კურორტზე ვიქნებოდით.

8. ასეთი დიდი კომპანიის მართვა დიდი სტრესია, ამიტომ თავისუფალ დროს სპორტით ვართ დაკავებულები.

9. როდესაც თანამშრომლების რაოდენობა ათიდან ასამდე იზრდება და კოლეგების სახელებს ვეღარ იმახსოვრებ, ამის შემდეგ პერსონალის გაზრდა უკვე თავისუფლად შეგიძლიათ.

10. ზოგიერთი კომპანია კრახს კონკურენციისა და სასამართლოების გამო არ განიცდის, ისინი, უბრალოდ, არასწორად მუშაობენ და ამბიციურობა აკლიათ.

 

წყარო