კირკოროვის საიდუმლო ცოლი და შვილები – აი, თურმე ვინ ყოფილა მისი ცოლი

ფილიპ კირკოროვს რუსული ესტრადის მეფეს უწოდებენ. მას უზარმაზარი გავლენა და დიდი ფული აქვს. ყველა დიდ ღონისძიებაში მონაწილეობს და შოუების აქტიური სტუმარია, თუმცა მისი პირადი ცხოვრება პრაქტიკულად დახურულია.

აქამდე ბევრს ეგონა, რომ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ფილიპის გული ერთადერთ ქალს ეკუთვნის – მის ყოფილ ცოლს ალა პუგაჩოვას, და რომ მომღერალს სხვა ქალები არ აინტერესებს. თუმცა ეს მოსაზრება ნაკლებ სარწმუნოა, მით უმეტეს, რომ უკვე 2011 წლიდან მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა და სულ ახლახან ჟურნალისტებმა მისი ცოლიც “იპოვეს”. 2011 წელს გაუჩნდა ფილიპს გოგონა – ანა-ვიქტორია. ეს სიახლე ნამდვილი სენსაცია იყო, რომელმაც პუგაჩოვასა და გალკინის ქორწინებაც კი დაჩრდილა.ვერავინ ვერ გაარკვია, ვინ იყო ბავშვის დედა.