კიბორჩხალას ჩხირების სალათა საახალწლო სუფრისთვის

ინგრედიენტები: კრაბის ჩხირები 250 გ; კვერცხი 2 ცალი; რბილი ყველი 150 გ; მაგარი სახეობის ყველი 150 გ; ნიორი 2 კბილი; ზეთისხილი, უკურკო 15 ცალი ; მაიონეზი 2 ს/კ; კამა; მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი მოხარშეთ მაგრად. გააცალკევეთ გული და ცილა და ცალ-ცალკე გახეხეთ.
ყველი და კიბორჩხალის ჩხირებიც გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაუმატეთ დაჭრილი კამა და დაჭყლეტილი ნიორი.
გახეხილი ყველი, კვერცხის ცილა, კიბორჩხალის ჩხირები, ნიორი და კამა შეურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ მაიონეზი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და აურიეთ.
აიღეთ კოვზით მიღებული მასა და ხელით მიეცით პატარა ბლინის ფორმა, ჩაუდეთ გულში ზეთისხილი და შეკარით ბურთად. ამოავლეთ გახეხილ კვერცხის გულში და მოათავსეთ ლანგარზე. ასე გააკეთეთ მთელი სალათა. მორთეთ მწვანილით და მიიტანეთ სუფრასთან.