კარდაშიანების ოჯახმა საშობაო ტრადიცია დაარღვია

სოციალური ქსელებიდან თითქმის სამთვიანი გაუჩინარებიდან კიმ კარდაშიანი საზოგადოებაში გამოჩნდა: კანიე უესტის მეუღლე ერთდროულად ორ ღონიძიებაზე დააფიქსირეს – ბალეტზე და კარდაშიან-ჯენერების საშობაო საღამოზე.

კიმი დასვენებული და კმაყოფილი ჩანდა. მას ოქროსფერი კაბა ეცვა, ხოლო ქვედა ტუჩზე სპეციალური აქსესუარი ეკეთა. საღამოზე ასევე შესაძლებელი იყო მისი ოჯახის სხვა წევრების – კაილი და კენდალ ჯენერების, ქლოე და კორტნი კარდაშიანების, ასევე კრის ჯენერის, კეიტლინ ჯენერის, რეპერ ტაიგასა და ნიკი ჰილტონის ნახვაც.

აღსანიშნავია, რომ წელს კარდაშიანებმა საშობაო ტრადიცია დაარღვიეს და უარი თქვეს მისალოცი ბარათის გამოშვებაზე. უცნობია, რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი.

Post Middle

 

 

 

wyaro