იცით რომ ტელეფონის ნომერი თქვენს ცხოვრებაზე მოქმედებს?

როგორც ვიცით, ასტროლოგია და ნუმეროლოგია პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ასტროლოგებმა შეიმუშავეს მეთოდი იმისა, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი ტელეფონის ნომრის ციფრების განლაგება ჩვენს ცხოვრებაზე.იმისთვის, რომ ჩვენი მობილურის ციფრი გამოვთვალოთ უნდა დავშალოთ იგი ერთნიშნა ციფრებად. მაგ. თუ თქვენი ნომერია: 577 55 22 32 ასე მოვიქცეთ: 5+7+7+5+5+2+2+3+2=38 ახლა მიღებული ჯამიც დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე – 3+8=11; 1+1=2 გამოვიდა, რომ ამ კონკრეტული მობილურის ნომეროლოგიური ინდექსია – 2

 

ერთი – ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ხალხის ციფრია. წარმატება მოაქვს პოლიტიკურ სარბიელზე და იურიდიულ სფეროში.
ორი – საშუამავლო ან საკონსულტაციო სფეროში მომუშავე ხალხის რიცხვია. წარმატება მოაქვს ადვოკატებისთვის.
სამი – სახელოვნებო ასპარეზზე მოღვაწე ადამიანებს “სწყალობს”. იგი ასევე კარგად ერგება ჟურნალისტებსა და ლიტერატორებს.
ოთხიანი – მენეჯერების, ადმინისტრატორებისა და სხვა ორგანიზატორული ტიპის სამუშაოზე დაკავებული ხალხის ციფრია. იგი ასევე წარმატებას მოუტანს რედაქტორებსა და პროდიუსერებს.
ხუთი – ტურისტულ ბიზნესში მომუშავე ადამიანებს სწყალობს. იგი ასევე გამოადგება მარკეტინგისა და პიარის კუთხით მომუშავე ინდივიდებს.
ექვსი – სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და სოციოლოგებისთვის განკუთვნილი ნომერია. იგი ასევე კარგია მედიცინის სფეროს წარმომადგენლისთვის.
შვიდი – ლექტორების ან მასწავლებლების ნუმეროლოგიური ინდექსია. იგი ასევე ხელს უწყობს მათ ვისი საქმიანობაც კვლევით ან სამეცნიერო სფეროებს უკავშირდება.
რვა – ბიზნესმენების, ბანკირების ნომერია. ზოგადად იგი ხელს უწყობს მფლობელისკენ დიდი ფულის შემოდინებას.
ცხრა – მხატვრების, მუსიკოსების რიცხვია. იგი ხშირად უწყობს ხელს კარიერის კეთებაში მარტოსულ, ერთი შეხედვით “ასოციალურ” ადამიანებს.