იპოვეთ თქვენი ადამიანი …

იპოვეთ ძლიერი, ბედნიერი, ენერგიული ადამიანი

ისინი ბლომად არიან, თან აქვე, თქვენ ცხვირწინ. უბრალოდ დაგჭირდებათ, საჭირო მიმართულებით გახედვა.

ისინი არიან…

Post Middle

აი, როგორც ცაში  ვარსკვლავები, სანამ თავს მაღლა არ ასწევ – ვერ შეამჩნევ. მაგრამ, როგორც კი შეამჩნევ და თუ კი მზად იქნები ამ სილამაზის მისაღებად, მთლიანად ჩაიძირები ვარსკვლავურ უკიდეგანობაში.

შენ და ვარსკვლავეთი…

და ამ ვარსკლავეთში ის ერთი განსაკუთრებული… შენი…

იპოვეთ თქვენი ადამიან(ებ)ი.

მას თქვენსავით ეშინია და სტკივა. მისი ცხოვრება მრავალფერია. არის თეთრიც და შავიც… ფერადიც… თავისთავად, უშვებს შეცდომებს… ბრაზობს რაღაცაზე ან ვიღაცაზე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მზად არის გაიაროს შიშში… გაძლიერდეს ტკივილში.

შესწევს უნარი ზემოქმედება მოახდინონ გარე სამყაროზე, სიცოცხლე პულსირებს მასში – ხან სწარფად ხან მშვიდად.

რაღაცაში კარგია, რაღაცაში ცუდი.

არ შურს და არ წუწუნებს.

მადლიერებით იღებს ცხოვრებისგან ყველანაირ საჩუქარს.

უყვარს საკუთარი თავი, იმიტომ რომ… უბრალოდ უყვარს.

ახარებს სიცოცხლე, იმიტომ რომ… უბრალოდ ცხოვრობს და ხარობს.

იღბლიანია!

იპოვეთ გულ მართალი, ერთგული და ღირსეული ადამიან(ებ)ი.

ვინც არ დამალავს სიბრაზეს და ცრემლებს, ფარისევლობით და ქილიკით. ვინც იტყვის იმას რასაც ფიქრობს. მერე რა, რომ ზოგჯერ პირდაპირ გულში მოგხვდება. სამაგიეროდ, სიმართლეა. გეტყვის ბოროტად კი არა – სიყვარულით.

ვისაც გულწრფელად უხარია, მას ხმამაღლა, თავისუფლად, მელოდიურად და გადამდებად სიცილი შეუძლია. არ მალავს და არ რცხვენია ბედნიერების.

იპოვეთ ის, ვისაც ეყვარებით მარადისობამდე.

იპოვეთ ის, ვინც დგას და ელოდება თქვენს სიყვარულს.

იპოვეთ ის, ვისთანაც ორი ტბის შეერწყმით გამოვა ზღვა… ან ოკიანეთი… ან ვარსკვლავეთი…

იპოვეთ ადამიანები,

რომლებშიც ჩქეფს სიცოცხლე. რა მნიშვნელობა აქვს, იპოვეთ ცქრიალა და ფუმფულა,  პატარები და დიდები, თვალებზე და ტუჩებზე ნაოჭით, მოწყენილები და მხიარულები, ეძიეთ ბაღებში და სცენაზე, სამშობლოში თუ უცხოეთში.

ასეთები ოდნავ ბავშვობენ და ცხოვრებას მიუყვებიან გულღია, სიკეთით და სიყვარულით გაჯერებულნი… თუმცა მშვენივრად არჩევენ შავსაც და თეთრსაც, მაგრამ ცხოვრობენ ყვითელის, წითელის, ცისფერის, იასმნისფრის, მწვანის…  გამო.

იპოვეთ ისინი.

იპოვეთ თქვენი…

საჭიროა მხოლოდ თვალების ფართოდ გახელა და თავის მაღლა აწევა.

 

 

jolo.ge