ინგა გრიგოლია: თებერვლიდან დიდ თოქ-შოუს ვიწყებ

ინგა გრიგოლია თებერვლიდან ტელეკომპანია “პირველზე” პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს.

ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

“დღის ამბებში”, რომელიც ერთი წელია მიმყავს, ბოლო დღე მაქვს და მერე ცოტა ხნით დაგემშვიდობებით. პროექტს ყოველ სამუშაო დღეს, ორზე და ოთხზე უმაგრესი ჟურნალისტი გააგრძელებს, რომელიც ყოველთვის ისე საინტერესოა,რომ ეკრანს ვერ ვწყდები ხოლმე მისი ეთერებისას.

Post Middle

მე კი, თებერვლიდან ტვ “პირველზე” დიდ თოქ-შოუს ვიწყებ.დიდი სადისკუსიო სივრცე იხსნება, დარბაზით, ფართო აუდიტორიით და წავიყვან კვირაში ორჯერ. არხზე კიდევ ბევრი სიახლე გვექნება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით.

აშკარად მომენატრა დიდი სტუდია,პოლიტიკურ-სოციალური თოქ – შოუები მთელი თავისი ფურფუშელებით. მოკლედ, ჩვენ გვაქვს უფლება გვქონდეს ჩვენი რეაქცია და დიდი თოქ-შოუთი განვაგრძობ ტვ “პირველზე” მუშაობას. ხვალ კი დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას, ვინც თავიდან გვენდეთ და თავიდანვე მხარს გვიჭერდით და თანამშრომლობდით, როცა ახალი არხის კეთება დავიწყეთ და როცა ჯერ კიდევ არავის სჯეროდა, რომ დღის გამოშვებები შეიძლებოდა ყურებადი ყოფილიყო”,- წერს ინგა გრიგოლია.