თურქეთის ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა

თურქეთის დასავლეთით, ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, აფეთქება სასამართლოს შენობის გვერდით მოხდა, სადაც ავტომანქანა იწვის.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. პოლიციასთან სროლის დროს ორი ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა, მესამე ტერორისტს კი, სამართალდამცავები ეძებენ.

Post Middle

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

წყარო