ზოდიაქოს 6 იდეალური წყვილი, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან შექმნილი

სასწორი (23 სექტემბერი-22 ოქტომბერი) – მერწყული (21 იანვარი-19 თებერვალი)

სასწორისა და მერწყულის წარმატებული კავშირის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში წავიდნენ კომპრომისზე. სასწორებისთვის ოჯახური ცხოვრება ძალიან ფასეულია. ისინი მეუღლეებთან ნებისმიერ გაუგებრობას მტკივნეულად განიცდიან.

მათი მისწრაფება, ჰქონდეთ ჰარმონიული ოჯახი, განპირობებულია სასწორისთვის დამახასიათებელი შინაგანი სიკეთით. მერწყულები კი, სიჯიუტის მიუხედავად, ცდილობენ, კონფლიქტური სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსავალი იპოვონ. ამიტომაც სასწორისა და მერწყულის კავშირი ყოველთვის წარმატებული და ჰარმონიული იქნება.

თევზები (20 თებერვალი-20 მარტი) – კურო (21 აპრილი-21 მარტი)
კუროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი – ეს მისთვის სულიერი წონასწორობის შენარჩუნების საშუალებაა. ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი რკინის სიმშვიდე გარანტია იმისა, რომ მეუღლეს არასოდეს აწყენინებს. თევზები კი, თავის მხრივ, ძალიან მგრძნობიარეები არიან. ბუნებით რბილი და საიმედო კურო ქორწინებაში თავისი პარტნიორისთვის საიმედო დასაყრდენი იქნება.
თევზების წყობილებიდან გამოყვანაც რთულია. ამასთან, მას შეუძლია ადამიანის სიღრმისეულად გაგება და თანაგრძნობა. კუროსა და თევზების ეს თავისებურებები მყარი ოჯახის შექმნის გარანტი იქნება, შვილების გაჩენის შემდეგ კი მათი ურთიერთობა კიდევ უფრო ურყევი გახდება. თანაც, თევზები ისეთი უსაზღვრო სიყვარულით ზრდიან შვილებს, რომ მშობლის ასეთი

პასუხისმგებლობა მხოლოდ შესაშურია.

Post Middle
ქალწული (24 აგვისტო-22 სექტემბერი) – მორიელი (23 ოქტომბერი-21 ნოემბერი) 

ქალწულები არა მხოლოდ კარგი მეოჯახეები, არამედ თავიანთი მეორე ნახევრებისთვის კარგი მეგობრებიც არიან. მათ არ აინტერესებთ ინტრიგები და თავგადასავლები – ძალიან საიმედონი არიან, რაც ქორწინებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ქალწულები ოჯახის საქმეებს დაუზარებლად უძღვებიან, არ უშინდებიან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებს. მორიელები კი ძალიან მგრძნობიარე და ვნებიანი არსებები არიან, რომელთან ერთადაც ოჯახური ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იქნება.
გარდა ამისა, მორიელები კარგად ერკვევიან ადამიანებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს არ აჩუქებენ თავიანთ გრძნობებს. მორიელი ცხოვრებაში მხოლოდ ერთს ირჩევს და მიუხედავად იმისა, რომ მან კარგად იცის გართობისა და დროსტარების ფასი, საყვარელი ადამიანის მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი და ერთგული დარჩება.