ვინ არის და როგორ გამოიყურება პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ორი სიძე ჰყავს. ერთ-ერთი მისი ქალიშვილის – ანა მარგველაშვილის მეუღლე გიგი ჩიჩუაა, ხოლო მეორე პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი მინდია გოგოჭური.

გოგოჭური წუხელ ბალანჩივაძის ქუჩაზე მეგობართან ერთად დაჭრეს. ორივე დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

პრეზიდენტის სიძეს ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მალე პალატაში გადაიყვანენ. ჯერჯერობით ექიმებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული მინდია გოგოჭურს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Post Middle

გოგოჭურის გვარი აქამდეც არაერთხელ ფიგურირებდა სკანდალურ საქმეებში. 2016 წლის ივლისში იგი პროკურატურაში იყო დაბარებული, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

 

წყარო