ვინ არის ბიჭი, რომელიც “ლუნას” ცხოვრებაში გამოჩნდა?

ქალაქში მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ ქეთი ხუციშვილის ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი და მსახიობი შეყვარებულია.
„ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი საყვარელი გმირის ლუნას რეალური ცხოვრება ეკრანზე გამოჩენისთანავე იქცა ჟურნალისტების სამიზნედ და ბევრის განხილვის საგნად.
ლუნად გარდასახული და უკვე ძალიან პოპულარული ქეთი ხუციშვილი ამ ყურადღებას უკვე მოჭარბებული დოზით გრძნობს და როგორც ჩანს ჟურნალისტებმა გადაღალა კიდეც.
მის ფეისბუქზე განთავსებულ ყოველ ახალ ფოტოს ქეთისთან ზარი და ახალი ნიუსი მოჰყვება. ეს ჩვეულებრივი ამბავიც არის, ბევრს აინტერესებს დეტალები და ტყუილ-მართალი თავისი საყვარელი გმირის ცხოვრებიდან. ამჯერადაც ფოტომ მამაკაცთან და დამაინტრიგებელმა კომენტარებმა „ვინ არის ქეთი ეს სიმპატიური ბიჭი?“ , „უხდებით ერთმანეთს“, „ეს ის არის?“ რა თქმა უნდა ინტერესი გამოიწვია და ამ ინტერესს მსახიობთან ზარიც მოჰყვა.
„არანაირი კომენტარის გაკეთება არ მსურს, ცუდია რომ ბევრი ხანდახან ზედმეტად ერევა ხოლმე სხვის ცხოვრებაში“ – განაცხადა მსახიობმა.
რაც შეეხება ფოტოზე ქეთისთან ერთად მყოფ „სიმპატიურ ბიჭს“, როგორც ნიუოპოსტისთვის გახდა ცნობილი სერიალის ერთ-ერთი რეჟისორი თენგო მეგრელიშვილია.

 

Post Middle

წყარო