ვინ ავრცელებს ვირუსს, როდის არის მოსალოდნელი ავადობის “მეორე პიკი” და როგორ ვებრძოლოთ -რეკომენდაციები

თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსების გააქტიურებაა მოსალოდნელი, თუმცა დეკემბრის თვისგან განსხვავებით მაინც ნაკლები იქნება. გავრცელების მაჩვენებლით, სეზონზე ვირუსის გავრცელების პიკი გასული წლის დეკემბერში (50-ე კვირაში) დაფიქსირდა.

როგორც „ნიუპოსტს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, შარშანდელთან შედარებით ვირუსების რაოდენობა მომატებულია თუმცა, საგანგაშო შემთხვევები ამ დროისთვის არ ფიქსირდება.

იმნაძის მთვარი რეკომენდაცია – გააქტიურებული ჰიგიენა, უცვლელია და მოსახლეობას კვლავ ხელების ხშირ დაბანას მოუწოდებს.

Post Middle

„ვირუსების მატება იქნება უფრო თებერვლის მეორე ნახევრისთვის თუმცა, საგანგაშო არაფერია, ისეთიც კი არ იქნება როგორიც იყო დეკემბერში. თუ ვართ ავად დავრჩეთ სახლში იმიტომ, რომ მსუბუქი ავადმყოფები ავრცელებენ ძირითადად ვირუსებს ბავშვებიც არ გავუშვათ სკოლაში და გთხოვთ ხელები ხშირად დაიბანოთ“- განაცხდა პაატა იმნაძემ “ნიუპოსტთან” საუბრისას.

 

წყარო