ექიმი: მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ექიმმა, ნიკა კვაჭაძემ განაცხადა.

“ორივე პაციენტს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ორივე პალატაში იმყოფება და მკურნალობა უტარდებათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია და არც ერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აღნიშნა ნიკა კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გუშინ, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს.

Post Middle

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, 118 მუხლით, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.

წყარო