ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავები შეეჯახნენ

კანადაში, პირსონის საერთაშორისო აეროპორტში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, Pakistan International Airlines-ის თვთმფრინავი Air France-ის ავიალაინერს ფრთით შეეჯახა. ინციდენტს სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია.

რამდენიმე საათში ორივე თვითმფრინავმა დაგეგმილი ავიარეისი განახორციელა.

Post Middle

 

pia.ge