ერთი ამერიკული დოლარი 2,7674 ლარს შეადგენს

აშშ დოლარი გამყარდა და 2.7674 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.71 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 იანვრიდან შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 6 იანვრისთვის 2.9334 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8649 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.85 თეთრი შეადგინა.

Post Middle