ევროპის ჩემპიონობა ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდით აღნიშნა

ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ ისრაელის ქალაქ ეილათში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და პირველობა ოქროს მედლით (ასევე 2 მცირე ოქრო ატაცსა და აკვრაში) და ახალი რეკორდით დაასრულა.

ლაშამ პირველი მოძრაობა ატაცი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 205 კილოგრამით დაასრულა, მეორე მცირე ოქროს 235-კილოგრამიანი შტანგის აკვრით დაეუფლა, ორჭიდში კი 440 კილოგრამი მოაგროვა და უახლოეს მდევარს – რუს ანტონ სავჩუკს 42 კილოგრამით აჯობა.

ისრაელში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში სულ 22 მედალი მოიპოვა.

Post Middle

აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელ გოგონათა შორის, +75 კილოგრამ წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა ანასტასია გოტფრიდი. გოტფრიდმა ატაცში 118 კგ. დააფიქსირა, აკვრაში 133 კგ. ჯამში კი მისი შედეგი 251 კილოგრამი იყო.

წყარო