დღეიდან, კვლავ შეგიძლიათ ხმა მისცეთ ზაზა ფაჩულიას – #NBAVOTE ZazaPachulia

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის, რომელიც 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება, მონაწილეთა შერჩევა წელსაც იმართება. გულშემატკივრებთან ერთად, სასტარტო ხუთეულებს ჟურნალისტები და კალათბურთელებიც აირჩევენ.

დღეს, 20:00 საათიდან 16 იანვრის ჩათვლით, კვლავ შეგიძლიათ ხმა მისცეთ ქართველ სპორტსმენს ზაზა ფაჩულიას.

ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

Post Middle

NBA.com/vote ან ანდროიდისა და IOS-ისთვის შექმნილი ნაციონალური საკალათბურთო აპლიკაციის მეშვეობით;

Twitter – #NBAVOTE და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი (მაგალითად #NBAVOTE ZazaPachulia);

Facebook – #NBAVOTE და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი (მაგალითად #NBAVOTE ZazaPachulia);

Google Search – მოძებნეთ NBA Vote All-Star ან NBA Vote Golden State და გააკეთეთ არჩევანი.

შარშან, ოლ სტარის გამოკითხვის შედეგებით, ზაზა ფაჩულიას მატჩზე მოსახვედრად ძალიან ცოტა დააკლდა.

წყარო