დენის ტარიფის მატებასთან ერთად შესაძლოა პური გაძვირდეს

პურის მწარმოებლები ენერგომატარებლებზე ტარიფის ცვლილებასთან დაკავშრებით გადაწყვეტილებას ელოდებიან. როგორც ისინი აცხადებენ, დენი გადასახადის ცვლილების პარალელურად პურზე ფასიც ავტომატურად მოიმატებს.

პურის მწარმოებლების განცხადებით, ტარიფის შეცვლის შემდეგ, ისინი გაძვირების შეჩერებას ვეღარ შეძლებენ.

პურისა და პურპროდუქტების მწარმოებლები ფქვილის გაძვირებით გამოწვეულ დანაკარგებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ფასის შენარჩუნებას ამ დრომდე ახერხებენ. სავალუტო კრიზისის გაგრძელებისა თუ ენერგომატარებლების გაძვირების შემთხვევაში, კი მათ ფასების კორექტირება მოუწევთ. ეს პურთან ერთად საკონდიტრო ნაწარმის ფასებსაც ეხება.

Post Middle

 

წყარო