დევიდ ქემერონი შესაძლოა ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა, შესაძლოა, იენს სტოლტენბერგი შეცვალოს, როდესაც მას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.

ამის შესახებ The Independent წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა ადრე განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ნატო-ში დიდი როლი უნდა ითამაშოს.

Post Middle

ამასთან, Daily Mail-ს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა, რომ დევიდ ქემერონი ახალ კარიერაზე ფიქრობს და ისინი ცდილობენ, მას თვალსაჩინო თანამდებობა გამოუნახონ.

დევიდ ქემერონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ივნისში დატოვა, მას შემდეგ რაც რეფენდუმზე, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს.

ნატო-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურება.

 

წყარო