დაჭრილი 5 წლის ბიჭის შოკისმომგვრელი კადრები (ვიდეო +18)

სირიის ანტისახელისუფლებო ძალებმა პატარა დაჭრილი ბიჭის შოკისმომგვრელი კადრები გაავრცელეს, რომელიც ქალაქ ალეპოზე რუსეთის და ასადის მიერ მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ნანგრევებში მოჰყვა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ვიდეოკადრებში ჩანს 5 წლის ბავშვი, რომელსაც სასწრაფო დახმარების მანქანაში ზის, თავზე მძიმე ტრავმა აქვს მიღებული და შოკშია. ექიმების ინფორმაციით ბიჭი ომრან დაკნიშია. მას ოთხშაბათ საღამოს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მისი ოჯახის წევრების ბედი გაურკვეველია.

 

Post Middle

წყარო