დასკვნა: „ტიტანიკი“ მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომის გამო ჩაიძირა

ჟურნალისტი შენონ მოლონი 30 წლის განმავლობაში „ტიტანიკის“ ისტორიას იკვლევდა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ლეგენდარული თბომავალი მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების გამო ჩაიძირა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ტიტანიკს“ აისბერგზე შეჯახებისთვის უნდა გაეძლო, თუმცა შენონ მოლონიმ ხომალდის მშენებლობის დროს გადაღებული ფოტოები შეისწავლა და კორპუსის ის ნაწილი, რითაც თბომავალი აისბერგს შეეჯახა, დაზიანებული იყო.

მოლონის მტკიცებით, ფოტოებზე შავი ზოლები კარგად ჩანს, რომელიც რეალურ ზომებში 9 მეტრის სიგრძის იქნებოდა.

Post Middle

„ტიტანიკის“ მფლობელებმა პერსონალს ხომალდის კორპუსზე არსებული ხარვეზის შესახებ საუბარი კატეგორიულად აუკრძალეს, ხომალდის კორპუსი გადაღებეს და წყალში ჩაუშვეს.
Independent წერს, რომ ექსპერტებმა ხომალდზე ხანძრის გაჩენის შესახებ მოლონის ვარაუდი დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც ხომალდზე მყოფმა თორმეტმა მეხანძრემ ჩაქრობა ვერ შეძლო. ნაოსნობამდე ხომალდის კორპუსის გადაბმის ნაწილები ცეცხლმა გაახურა და აისბერგზე შეჯახების შედეგად დაიმსხვრა.

კორპუსის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ, ხომალდში წყალი შევიდა და „ტიტანიკი“ ჩაიძირა.

 

წყარო