გუგული მაღრაძე: არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის, უფრო მაღალ სტანდარტებსაც ვაკმაყოფილებ

“ჩემი აქტიურობის და ნაყოფიერი მუშაობის გამო აღმოვჩნდი მე-9 მოწვევის პარლამენტში” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ “აიპრესთან” საუბრისას.

“მე მიმაჩნა, რომ რა მოთხოვნაც არსებობს საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, უფრო მაღალი სტანდარტებითაც, მე ყველა იმ სტანდარტს ვუპასუხე 2016 წელს,“-ასე აფასებს დეპუტატი გუგული მაღრაძე მის საქმიანობას ,,აიპრესთან“  საუბრისას.

პარლამენტარი  მიიჩნევს, რომ სწორედ მისი ნაყოფიერი მუშაობის გამო აღმოჩნდა ის მე-9 მოწვევის პარლამენტში.

Post Middle

“წელს აქტიური ვიყავი პარლამენტში, საკმაოდ აქტიური ვიყავი საპარლამენტო დელეგაციებში. ასე რომ მიმაჩნია ალბათ ამიტომაც მოვხვდი ახალ პარლამენტში. თუმცა, ,,რუსთავი 2“-ს ძალიან უყვარდა ხუმრობა, გუგული მაღარძე არ იქნება პარლამენტშიო,“- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

წყარო