გლდანში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

გლდანის მეორე მიკრორაიონში სუპერმარკეტი “ფრეშმარტი” დააყაჩაღეს.
თვითმხილველის თქმით, მარკეტის გაქურდვა გამთენიისას მოხდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

ჯერჯერობით უცნობია რა წაიღეს სუპერმარკეტიდან.

Post Middle

“პირველს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-7 წლამდე.

წყარო