გავიხსენოთ უგემრიელესი „პოლროფსონი“

გამორჩეული გემოს მქონე ტორტი „პოლროფსონი“ უმარტივესად მოსამზადებელია, მის რეცეპტს funtime-ს მკითხველებს თავისუფლების მოედანის #4-ში მდებარე საკონდიტრო „lik @ nik“-ას უგემრიელესი ტკბილეულის შემქმნელი, კონდიტერი დოდო ებანოიძე გთავაზობთ.

ინგრედიენტები ცომისთვის:
125 გრამი მარგარინი
250 გრამი ფქვილი
5 კვერცხი
400 გრამი შაქარი
125 გრამი არაჟანი ან მაწონი
200 გრამი კაკაო
1 ჩაის კოვზი სოდა
1 სუფრის კოვზი ძმარი
ვანილი

მარგარინი ჩადეთ ჯამში, დააყარეთ ფქვილი და ხელით კარგად ასრისეთ.
ამის შემდეგ  ჩაახალეთ კვერცხები, დააყარეთ შაქარი, დაასხით არაჟანი ან მაწონი და კაკაო.
ცომი ხელით ნაზად მოზილეთ და ფქვილი თუ დააკლდა, ცოტა დაამატეთ (ცომი არაჟნის სისქის უნდა გამოვიდეს).
სულ ბოლოს დაამატეთ სოდა ძმრით და ვანილი.
ცომი დაასხათ ცხიმწასმულ კალკაზე და ზომიერ ცეცხლზე გამოაცხვეთ.

Post Middle

ინგრედიენტები კრემისთვის:
250 გრამი კარაქი
2 ქილა შესქელებული რძე (მოხარშული)
ვანილი
1 სუფრის კოვზი კონიაკი

კარაქი კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ შესქელებული რძე.
თქვეფის ბოლოს კრემს დაუმატეთ ვანილი და კონიაკი.

ინგრედიენტები შოკოლადის მინანქრისთვის:
100 გრამი წყალი
200 გრამი შოკოლადი
1 სუფრის კოვზი შესქელებული რძე
1 სუფრის კოვზი ზეთი

წყალი აადუღეთ და ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადის ფილები.
შოკოლადი რომ გადნება, მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
ცოტა რომ გაგრილდება, დაამატეთ შესქელებული რძე, ზეთი და ცოტა ხანს კიდევ თქვიფეთ.

ტორტის მომზადება:
გამომცხვარი ფირფიტა გააგრილეთ.
შემდეგ ჯერ სიგრძეზე გაჭერით და შემდეგ შუაზე (როგორც ფოტოზეა ნაჩვენები).
ოთხივე ფენას კრემი წაუსვით.
კრემი თავზე და გვერდებზეც გადაუსვით.
გააფორმეთ ფირფიტის კიდეებიდან ჩამოჭრილი ნაფხვენებით და შოკოლადის ზოლებით.
ტორტი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!