ბრიტნი სპირსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია Sony Music-მა გაავრცელა

კომპანია Sony Music-მა ამერიკელ მომღერალს ბრიტნი სპირსს ბოდიში მოუხადა, მის მიერ გავრცელებული ტვიტის გამო, თითქოს პოპვარსკვლავი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ წერს.

როგორც ირკვევა, Sony Music Global-ის „ტვიტერის“ გვერდი გატეხეს და დაწერეს, რომ ბრიტნი სპირსი გარდაიცვალა. ცოტა ხანში, ეს ინფორმაცია გვერდიდან წაშალეს.

Sony Music-ში აცხადებენ, რომ ბოდიშს უხდიან როგორ მომღერალს, ასევე მის ფანებს.

Post Middle
წყარო: პირველი არხი