ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ეპისკოპოსი ლაზარე უხელმძღვანელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) უხელმძღვანელებს.

როგორც ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ფეისბუქის გვერდზეა აღნიშნული, ეპისკოპოსი ლაზარე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველად გუშინ წარადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით წმ. ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომელსაც წმინდა სინოდის მღვდელთმთავრები ესწრებოდნენ.

მეუფე ლაზარე ბორჯომში ჩასვლამდე ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში მოღვაწეობდა. იგი ეპისკოპოსად 2014 წლის 11 ივნისს აკურთხეს.

Post Middle

2016 წლის გაზაფხულამდე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი სერაფიმე იყო, რომელიც ეპარქიას 21 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ეპარქიას დროებით მეუფე თეოდორე, შემდეგ კი მეუფე ანდრია მართავდნენ.

 

წყარო