“ბლუმბერგმა” ფინანსური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა

სააგენტო “ბლუმბერგმა” ფინანსური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილს დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იკავებს. “ბლუმბერგის” ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტერეზა მეიზე დიდ წილად ლონდონის სიტის ფონანსური ცენტრის ბედია დამოკიდებული.

რეიტინგში მეორე ადგილს აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი იკავეს, მესამე ადგილას კი მისი მეტოქე – ჰილარი კლინტონია.

Post Middle

სიაში მეოთხეა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი “ბლუმბერგის” რეიტინგში 30-ე პოზიციაზეა. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ხდება სულ უფრო იზოლირებული, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები ქვეყანაში ფულს თითქმის აღარ აბანდებენ.

სიაში ასევე მოხვდნენ ცნობილი ბიზნესმენები და ინვესტორები, როგორებიც არიან Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, ინვესტორი უორენ ბაფეტი, Tesla-ს და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, JP Morgan-ის გენერალური დირექტორი ჯეიმს დაიმონი.

ამას გარდა, რეიტინგში  დასახელებულები არიან რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მარიო დრაგი, აშშ-ის ფინანსური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი და ჩინეთის სახალხო ბანკის თავმჯდომარე ჩჟოუ სიაოჩუანი.

სიაში 29-ე ადგილს ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი იკავებს.

 

20/30