„ახალი წლის დილას მთვრალ მძღოლს კაცი შემოაკვდა“

„ახალი წლის დადგომიდან ოთხი დღე გავიდა და ყოველდღე ავტასაგზაო შემთხვევებს ვხედავ“ – სწუხს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და პარლამენტს ახალი კანონის მიღებას სთხოვს.

გოგა ჩანადირი: „ლამის ოცამდე დავითვალე რუსთაველზე, აეროპორტის გზა, წმინდა ნიკოლოზის ტაძართან, ვაკეში, დადიანის ქუჩაზე, მეტრო ავლაბართან, სადაც ახალი წლის დილას მთვრალ მძღოლს კაცი შემოაკვდა და ასე შემდეგ.
მხოლოდ გუშინ ბევრი ავარია ვნახე.
ვერაფრით ვხვდები, ამდენ მძღოლს ჭკუა როგორ გადაეკეტა? რა დაემართათ? რატომ სწირავენ საკუთარ თავსა თუ სხვებს? რატომ ვერ ირგებენ დღესასწაულებს, რატომ ჰგონიათ, რომ საუკეთესო მძღოლები არიან და მათ არაფერი დაემართებათ?
რკინის სიკვდილი ყოველ ნაბიჯზეა.
ეს უკვე ეპიდემიაა, რომელიც ყველამ უნდა დავამარცხოთ.
ხოლო პარლამენტმა, ბოლოსდაბოლოს, ახალი კანონის მიღებას საშველი უნდა დაადგას, რომელიც დამღრვევი მძღოლებისთვის ქულების დაკლებასა და უკონტაქტო პატრულის ინსტიტუტის ამოქმედებას ითვალისწინებს.“

 

Post Middle

წყარო