ახალი ქართული ფილმები, რომლებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ

ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ არ შეხვიდეთ შეცდომაში, ტელევიზიები რასაც უშვებენ, ამით ქართულ კინოზე ნუ მსჯელობთ, – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და საზოგადოებას ქვემოთ მოცემული ქართული ფილმების ყურებას ურჩევს.

მარიამ ხაჭვანი: „ეს არ არის კინოცენტრის მიერ დაფინანსებული კინოები, ესენი დაფინანსდა ტელევიზიების ან სხვა სარეკლამო კომპანიების მიერ (მე არ მომწონს, მაგრამ, ჰყავს მისი მაყურებელი)
ქართულ კინოს დღეს, აღმავლობის პერიოდი აქვს და სჭირდება მხარდაჭრა და მომავალში ყველა იამაყებს ამით.

ისევ შევეცდები მოგაწოდოთ სია, თუ რა ფილმები უნდა
ნახოთ, მაინტერესებს ამ ფილმებიდან, რამდენი გინახავთ?
დეა კულუბეგაშვილის ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი”ლეთა” და “უხილავი სივრცეები” მონაწილეობდნენ კანის კინოფესტივალზე, მოგებული აქვთ გრანპრი. გარდა სხვა უამრავი ჯილდოსი. ფილმები განაგრძობენ ფესტივალებზე მოგზაურობას.

Post Middle

რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ფილმი “სხვისი სახლი” გაზაფხულზე გამოვიდა და ამ შვიდი თვის განმავლობაში 12 პრიზი მოიგო, უმრავლესობა ა კლასის კინოფესტივალის,ასევე აქვს პრესის აკადემიის ჯილდოც, აგრძელებს მონაწილეობას ფესტივალებზე.

ნინო ბასილიას სადებიუტო ფილმი “ანას ცხოვრება”-ც გაზაფხულზე გამოვიდა, უკვე აჩვენეს ათზე მეტ კინოფესტივალზე და მოგებული აქვს რვა პრიზი, წარმატებით აგრძელებს მონაწილეობას.

ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსის ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი“-თ ამერიკაში ყველაზე დიდი კინოფესტივალი სანდესი დაინტერესდა და მთავარ კონკურშიც მიიღო, 2017 წელს იანვარში შედგება პრემიერა,
მათი წინა ნამუშევარი, გრძელი ნათელი დღეები” მონაწილეობდა ბერლინალეს კონკურსზე და ასზე მეტ კინოფესტივალზე, 30 ზე მეტი ჯილდო აქვს ფილმს. ასზე მეტ ქვეყანამ იყიდა კინოთეარტებისთვის

ზაზა ურუშაძის ფილმი“ მანდარინები“ წარდგენილი იყო ოსკარზე ოთხ ფილმთან ერთად, წ.არდგენილი იყო გლობუსზე, აღებული აქვს აკადემიის ჯილდო, ნაჩვენები იყო ასზე მეტ კინოფესტივალზე, ასზე მეტ ქვეყანამ იყიდა კინოთეატრებისთვის და 30 ამდე ჯილდო აქვს აღებული. ველოდებით მის ახალ ფილმს.

გიორგი ოვაშვილის ფილმი “სიმინდის კუნძული” წარდგენილი იყო ოსკარზე, აქვს უამრავი პრიზი, ასზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს და ველოდებით მის ახალ ფილმს “ხიბულა”

ლევან კოღუაშვილის ახალი დოკ ფილმი “გოგიტას ახალი ცხოვრება” რამდენიმე პრესტიჟული კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელია, მისი წინა ფილმი “შემთხვევითი პაემნები” არაერთი ფესტივალის ჯილდოს მფლობელია, ფილმს დიდი გამოხმაურება მოყვა ყველა ფესტივალზე.
ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა” ოცზე მეტი მთავარი პრიზის მფლობელია, ასზე მეტ ფესტივალზე აჩვენეს.

თინა გურჩიანის დოკუმენტურმა ფილმმა “მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს” სანდესის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიგო, ფილმი ასზე მეტ ფესტივალზე აჩვენეს, 30 ზე მეტი პრიზი აქვს აღებული. ველოდებით მის ახალ ფილმს.

რუსუდან ჭყონიას ფილმი “გაიღიმეთ” მონაწილეობდა ასზე მეტ ფესტივალზე, მათ შორის ვენეციის კინოფესტივალზე, მოგებული აქვს უამრავი პრიზი, ფილმი წარმატებით გაიყიდა ევროპაში და მუშაობს ახალ ფილმზე.

თინათინ კაჯრიშვილის ფილმი „პატარძლები“ მონაწილეობდა ბერლინალეს კინოფესტივალზე და მოიგო ხალხის პრიზი, 80-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე და 30 ჯილდო აქვს.

სალომე ჯაშის დოკ ფილმი “დაისის მიზიდულობა” უამრავი ა კლასის კინოფესტივალის სამიზნე გახდა.

ქეთი მაჭავარიანის ფილმი „ მარილივით თეთრი“ არაერთ ა კლასის კინოფესტივალის ნომინაცია და პრიზები აქვს.

თორნიკე ბზიავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მექელეხე „ უამრავი საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორია.

რატი წითელაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დედა” ას საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, ათი მთავარი პრიზი აქვს.

დავით ფირცხელავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მამა” მოიგო ლოკარნოს კინოფესტივალი და არაერთი ფესტივალის ჯილდოს მფლობელია.

სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია” 50 ზე მეტ ფესტივალზე მონაწილეობდა და ათეულობით ჯილდო აქვს.

ასევე უამრავ ფესტივალებზე მონაწილეობდნენ და ჯილდოები აქვთ:

ვახო ჯაჯანიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “გამოსვლა”
ტატო კოტეტიშვილის ფილმის “ოგასავარა”
გიორგი წილოსანის ფილმი “მზადება”
გიორგი თოდრიას “დაკარგული სოფელი.სალომე ვეფხვაძის ფილმი“მე ისისნი და მამა“
სანდრო ქათამაშვილის ანიმაციური ფილმი „ბებო“
მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დინოლა“ ევროპის კინოაკადემიაზე იყო წარდგენილი, მონაწილეობდა ასამდე კინოფესტივალზე, 19 ჯილდო აქვს. მალე გამოვა სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე“
იოსებ (სოსო) ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სამი საფეხური”
როტერდამის ფესტივალზეა წარდგენილი.“

 

 

წყარო