ახალი დიზაინის თვითმფრინავი ლონდონიდან ნიუ იორკამდე მანძილს 20 წუთში დაფარავს

ახალი დიზაინის თვითმფრინავი, რომელსაც „ანტიპოტი“ ეწოდება, ლონდონიდან ნიუ იორკამდე არსებულ მანძილს 20 წუთში დაფარავს. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს.

თვითმფრინავის შექმნის იდეა კანადელ დიზაინერ ჩარლზ ბომბარდირს ეკუთვნის.

თვითმფრინავის შექმნისთვის ახალ ტექნოლოგიას – „ხანგრძლივი შეღწევადობის რეჟიმს“ გამოიყენებენ, რომელიც ავიალაინერს შესაძლებლობას მისცემს, ბევრად უფრო სწრაფად გადაადგილდეს.

Post Middle

თვითმფრინავს მხოლოდ ათი მგზავრის გადაყვანა შეეძლება და გაფრენას აეროპორტის ჩვეულებრივი ასაფრენი ბილიკიდან შეძლებს.

„ანტიპოდი“ საათში 16 000 მილს დაფარავს, მაშინ როდესაც, Boeing 747-ის ტიპის თვითმფრინავის მაქსიმალური სიჩქარე საათში 570 მილს შეადგენს.

 

წყარო