აშშ-დან 35 რუსი დიპლომატი გააძევეს

აშშ-მ ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში საეჭვო ჩარევის მოტივით, იუწყება უცხოური მედია.

მედია წერს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ მიიღო, რაც ითვალისწინებს მოსკოვში ამერიკელი დიპლომატების შევიწროების კამპანიას და ამერიკის სახელმწიფო ორგანოებზე ჰაკერულ შეტევას.

რუს დიპლომატებს 72 საათი აქვთ ქვეყნის დასატოვებლად. დიპლომატთა ვინაობა ჯერ უცნობია.თავის მხრივ, BBC წერს, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ბრალდებას უარყოფს.გარდა ამისა, აშშ-ის ხელისუფლება მერილენდსა და ნიუ-იორკში დახურავს რუსეთის წარმომადგენლობას, რომელიც მედიის ცნობით სადაზვერვო მიზნებს ემსახურებოდა.

Post Middle

pia.ge