ამერიკელი ტყუპები სხვადასხვა წელს დაიბადნენ

ამერიკელი ტყუპები სხვადასხვა წელს დაიბადნენ. შემთხვევა არიზონას შტატში მოხდა.

ძმები 2016 წლის მიწურულსა და 2017 წლის დასაწყისში, ათწუთიანი ინტერვალით გაჩნდნენ.

ექიმების თქმით, პირველი ბავშვი, რომელსაც სახელად სოიერი დაარქვეს, 31 დეკემბერს 23:51 საათზე გაჩნდა, მისი ტყუპისცალი ევერეტი კი, პირველი იანვრის დადგომიდან ერთ წუთში დაიბადა.

Post Middle

მსგავსი შემთხვევა კალიფორნიაშიც მოხდა. სან დიეგოს კლინიკაში დედამ ერთი შვილი ახალი წლის დადგომამდე გააჩინა, მეორე კი ოთხი წუთის შემდეგ, 2017 წლის პირველ იანვარს გაჩნდა.

 

წყარო