“ავარიაში მოვყევი… კოჭის ძვალი და ქუსლი დამემტვრა” – მოდელი თურქეთში ოპერაციას გაიკეთებს

მოდელი თამუნა ვაშალომიძე კარიერის გაგრძელებას ზაფხულიდან გეგმავს. მანამდე კი აპირებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობას მიხედოს.
თამუნა ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში ბავშობაში გადატანილ ავარიას იხსენებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობას უნდა მიხედოს.

ვაშალომიძე ოპერაციის გაკეთებას და მიღებული ტრავმის შედეგად დაზიანებულ ფეხის აღდგენას თურქეთში აპირებს.

“ბავშვობაში ავარიაში მოვყევი. კოჭის ძვალი და ქუსლი ისე დამემტვრა თავიდან აღმიდგინეს. ბოლო პერიოდში ისევ გამირთულდა, თანაც ორივე ფეხზე და ოპერაცია მჭირდება. კარიერის გარძელებას ამერიკაში ვგეგმავდი, მაგრამ გადავწყვიტე ჯერ ჯანმრთელობას მივმართო. საქართველოში ვაპირებდი ოპერაციის გაკეთებას, მაგრამ ყველაფერი რთულად დამიხატეს. 2 თვე უნდა იწვე და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელზე 3 თვე მაინც ვერ დადგებიო. თურქეთის კლინიკაში ყველაფერს სხვანაირად აკეთებენ. ორივე ფეხის თითს დამიმტვრევენ და ფეხს თავიდან ამიწყობენ. თაბაშირით ყოფნა 20 დღე მომიწევს. ზაფხულში კარიერის გადაადგილებასაც შევძლებ”, – ამბობს თამუნა ვაშალომიძე.

Post Middle

წყარო: სარკე