ადა მარშანიას აზრით, აფხაზეთს საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრ დეპუტატ ადა მარშანიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტში აუცილებელია რომ აფხაზეთის წარმომადგენელი იყოს და მას ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეკაოს.

მარშანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თვითვონვე განდევნა 2 დაკარგული ტერიტორია იმის გამო, რომ აღნიშულ ტეროტორიაზე მცხოვრებლებს საქართველოს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავთ.

“უმნიშვნელოვანეს საკითხს უნდა შევეხო, რასაც დაკარგული ტერიტორიები ჰქვია – ვფიქრობ, რომ აფხაზეთს საქართველოს პარლამენტიში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს და მას ვიცე-სპიკერის თანამდებობა უნდა ეკავოს. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვეტყვით აფხაზ ძმებს, არ ვეგუებით და არ შევეგუებით იმ აზრს, რომ ისინი საქართველოსგან განცალკავებით არიან”,- აღნიშნა ადა მარშანიამ პარლამენტის სასესიო დარბაზში განცხადების გაკეთებისას.

საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ასფაზეთი და ცხინვალის რეგიონი დეამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

Post Middle

 

pia.ge